ავტორიზაცია

20 წ. | მზადება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

20 წ. | მზადება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
თარიღი 25 აპრ 2024, 15:13
მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველო ბ ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან ითამაშებს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები. ნაკრები მესამე კვირაა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან. ლადო კილასონიას გაფართოებულ შემადგენლობაში 60-მდე მოთამაშეა, საიდანაც სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება. 

გუნდის მზადების შესახებ ლადო კილასონია ამბობს:

„ჩვენი გეგმები წინა წლის მოსამზადებელი ეტაპისგან დიდად არ განსხვავდება. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ფიტნეს-მომზადებას, რა თქმა უნდა სათამაშო ელემენტების ნაზავით“.

„მთლიანობაში, ბიჭები ბევრს მუშაობენ და ყოველ დღე იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, მზადება ძალიან კარგად მიდის, დანარჩენს კი თამაშები გვაჩვენებს..."

ტურნირის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში სამმატჩიან საერთაშორისო სერიას უმასპინძლებენ და საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებს ეთამაშებიან:

4 მაისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – საფრანგეთი

7 ივნისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – ინგლისი

12 ივნისი, ავჭალის სტადიონი | საქართველო – ინგლისი