ავტორიზაცია

არც ბელინგემი, არც ჰოლანდი - რივალდომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა

არც ბელინგემი, არც ჰოლანდი - რივალდომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 04 მაი 2024, 13:14
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა.

"ვფიქრობ, ვინისიუსი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია. მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი გოლი გაიტანა და ევროპის გამორჩეული ფეხბურთელია.

მთელი სეზონის განმავლობაში, რეალის თამაშები მასზე იყო აწყობილი. ვინი ჩემი თანამემამულეა და თუ რეალი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ოქროს ბურთი მან უნდა მიიღოს", - განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ბაიერნსა და რეალს შორის 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 8 მაისს შედგება.