ავტორიზაცია

ბარსელონამ ალმერია დაამარცხა და მე-2 ადგილის დაკავებასთან ახლოს არის

ბარსელონამ ალმერია დაამარცხა და მე-2 ადგილის დაკავებასთან ახლოს არის
თარიღი 17 მაი 2024, 17:43
"ბარსელონამ" ლა ლიგის 36-ე ტურში ალმერია სტუმრად 2-0 დაამარცხა და ჩემპიონატში მე-2 ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კატალონიელთა რიგებიდან გოლით თავი ფერმინ ლოპესმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

გთავაზობთ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავის მატჩისშემდგომ შეფასებას:

"მეტოქეს რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა და, შესაბამისად, შეხვედრისათვის წერტილი მალევე უნდა დაგვესვა. თანაც, კარგად არც დაცვაში გამოვიყურებოდით.

ზოგადად, არც სასიამოვნოა და არც მარტივი, როდესაც მეორე ადგილისთვის იბრძვი, საშინაო დავალება კარგად ვერ შევასრულეთ, თუმცა კარგი შემადგენლობა გვყავს. ბედნიერი ვარ იმ დონით, რასაც მათგან ვითხოვ.

ბარსელონაში ეკონომიკური სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მაქსიმუმის დადებას ვცდილობთ. ახალ სეზონს და ტიტულებს მოუთმენლად ველი"

ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩავის დარჩენა გადაწყვეტილი კვლავ არ არის. ამას მწვრთნელი შემდეგნაირად პასუხსობს:

“კლუბს ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა, გუშინ იმას ვამბობდი, რისაც მჯეროდა, რაც ისაა, რომ ყველა ჩემპიონატის მოსაგებად კვლავ ვიბრძოლებთ".