ავტორიზაცია

დორტმუნდის ბორუსია ჭარბი წონის გამო ზულეს გაშვებას აპირებს

დორტმუნდის ბორუსია ჭარბი წონის გამო ზულეს გაშვებას აპირებს
თარიღი 04 მაი 2024, 18:53
დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე შესაძლოა მომავალ სეზონში კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ Sky Germany იტყობინება.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ამოეწურა მოთმინება მაღალანაზღაურებადი ნიკლას ზულეს მიმართ, მისი ცუდი ფიზიკური მომზადებისა და არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო. 

როგორც იწერება, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე ეძებს მცველის ალტერნატივას. 

ზულემ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა. 

ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.