ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრებში მიმდინრე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, იტალიელი მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ხოვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 25-27 აპრილს გაიმართება. დღეს კი 3 ქართველი იასპარეზებს: ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ნინო ლოლაძე (-57).