ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დატოვებას არ გეგმავს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დატოვებას არ გეგმავს
თარიღი 03 მაი 2024, 18:19
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ ჟურნალისტი ეკრემ კონური იუწყება. 

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რამდენიმე ევროპული კლუბიდან არის. 

მიმდინარე სეზონში 23 წლის კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ფეხბურთელის შრომითი ხელშეკრულება "ნაპოლისთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.