ავტორიზაცია

ლევერკუზენი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო!

ლევერკუზენი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო!
თარიღი 18 მაი 2024, 19:46
გერმანიის ბუნდესლიგის 2023/24 წლების სეზონი დასრულდა. 

ჩემპიონატის საუკეთესო გუნდმა "ლევერკუზენის ბაიერმა" სრული სეზონი წაუგებლად გაიარა.

დღეს "ფარმაცევტებმა" "აუგსბურგი" 2:1 დაამარცხეს. 

აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენის ბაიერი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგის სეზონი წაუგებლად დაასრულა.