ავტორიზაცია

ლიონელ მესიმ MLS-ში ორი ახალი რეკორდი დაამყარა

ლიონელ მესიმ MLS-ში ორი ახალი რეკორდი დაამყარა
თარიღი 05 მაი 2024, 12:09
"ინტერ მაიამის" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ნიუ-იორკ რედ ბულსთან" მატჩის შემდეგ (6:2) MLS-ში ორი რეკორდი დაამყარა.

აღნიშნულ მატჩში არგენტინელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მესი გახდა პირველი ფეხბურთელი MLS-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ის ასევე პირველი გახდა MLS-ში, რომელმაც ერთ მატჩში (გოლს+პასი) ექვსი ქულა დააგროვა.