ავტორიზაცია

ლუის ენრიკე: "ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპია და ყველამ ვიცით, რომ რთულია აქ წარმატების მიღწევა"

ლუის ენრიკე: "ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპია და ყველამ ვიცით, რომ რთულია აქ წარმატების მიღწევა"
თარიღი 02 მაი 2024, 10:32
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, პსჟ დორტმუნდთან გასვლაზე 1-0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, პარიზული გუნდის თავკაცმა, ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.

"ბევრი მომენტები შევქმენით, თუმცა, ვერ გამოვიყენეთ, რასაც გავაანალიზებთ და მომდევნო მატჩისთვის უკეთესად მოვემზადებით - საერთო ჯამში კი რთული შეხვედრა იყო."

"ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპია და ყველამ ვიცით, რომ რთულია აქ წარმატების მიღწევა. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გოლების გატანა შეგვეძლო და ორჯერ ბურთი ძელს მოვარტყით" - ლუის ენრიკე.