ავტორიზაცია

მადრიდის რეალი მენდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

მადრიდის რეალი მენდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
თარიღი 05 მაი 2024, 13:53
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა 28 წლის მარცხენა მცველ ფერლან მენდის ახალ კონტრაქტზე წინადადებას ამზადებს, რომლის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა კარგი თამაშით კლუბში ყველა დაარწმუნა, რომ იმსახურებს კონტრაქტის გაგრძელებას. 

ამ დროისთვის მადრიდის "რეალს" მენდის კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.

მენდიმ "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში 166 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.