ავტორიზაცია

ოფიციალურად: ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 26-კაცამდე გაიზარდა

ოფიციალურად: ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 26-კაცამდე გაიზარდა
თარიღი 03 მაი 2024, 21:14
უეფამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 მოთამაშის შეყვანა შეეძლება. 

აღსანიშნავია, რომ ევრო 2024-ის მონაწილეებმა ტურნირზე განაცხადები 7 ივნისამდე უნდა წარადგინონ. 

განაცხადების სიაში შეიძლება იყოს 23-დან 26-მდე მოთამაშე. 

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვის შემდეგ - 14 ივლისს დასრულდება.