ავტორიზაცია

პსჟ-მ კილიან მბაპეს შემცვლელი იპოვა

პსჟ-მ კილიან მბაპეს შემცვლელი იპოვა
თარიღი 25 აპრ 2024, 19:59
"პსჟ" მილანის "ინტერის" ცენტრალური თავდამსხმელის მარკუს ტურამს ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელად განიხილება. 

ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, "პსჟ" მზადაა 26 წლის ფეხბურთელის შესაძენად 55 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

მიმდინარე სეზონში ტურამმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.