ლივერპული ლუის დიასის ტრანსფერით ინტერესდება
![ლივერპული ლუის დიასის ტრანსფერით ინტერესდება](http://storage.goal.ge/uploads/posts/97VujJf9EXoC9L2VauiS6bnmBFvLVbtd.jpg)
"ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის დიასი კვლავ კატალონიური "ბარსელონას" ინტერესების სფეროშია. ამის შესახებ Mundo Deportivo-ს იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" სურს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შემტევი დაიმატოს.
27 წლის კოლუმბიელი კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 47 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.