ავტორიზაცია

ნახეთ, რას აკეთებს 90-ე წუთზე! - ნაპოლის ფანები გუნდის ვერ მოგებას დი ლორენცოს აბრალებენ

ნახეთ, რას აკეთებს 90-ე წუთზე! - ნაპოლის ფანები გუნდის ვერ მოგებას დი ლორენცოს აბრალებენ
თარიღი 07 მაი 2024, 18:26
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი უდინეზესა და ნაპოლის შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

ნეაპოლელები იგებდნენ, თუმცა გოლი ბოლო წუთებზე გაუშვეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

ამ მარცხს კი ნაპოლის გულშემატკივრები ნაპოლის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს აბრალებენ.

საქმე იმაშია, რომ გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, დი ლორენცო ისააკ საქსესზე თამაშის წესებს არღევს, მიდის, აყენებს, ბოდიშს უხდის და რამდენიმე წამში, ნიგერიელი ფეხბურთელი ნაპოლის გოლს უტანს.

გულშემატკივრები დი ლორენცოს მეტი სპორტული სიჯიუტისკენ მოუწოდებს და თვლიან, რომ მათი კაპიტანი რომ მეტოქესთან არ მისულიყო, შესაძლოა ამ ყველაფერს გოლი არ მოჰყოლოდა.