რას წერენ უცხოურ პრესაში მამუკა გორგოძეზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რას წერენ უცხოურ პრესაში მამუკა გორგოძეზე?


გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას ნაკრები 17:10 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა ინგლისში შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიპოვეს გამარჯვება. აღსანიშნავი იყო გუნდის კაპიტნის, მამუკა გორგოძის თამაში, რომელმაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მოიპოვა. უცხოური პრესა აღფრთოვანებული იყო გორგოძის თამაშით. Daily Mail წერს: "მამუკა "გოძილა" გორგოძე საკუთარ ნაკრებს ჩინებული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა." ასევე, აღსანიშნავია მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებგვერდის სიახლეც. IRB.COM-ზე მამუკა გორგოძე გოლიათად მოიხსენიეს. 222თითქმის ყველა უცხოური სპორტული გამოცემა აღნიშნავს ქართველების შესანიშნავ გამარჯვებას და მამუკა გორგოძის ჩინებულ თამაშს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები