მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურში 3 ქართველი მორაგბე მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურში 3 ქართველი მორაგბე მოხვდა


მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 3 მოთამაშე მოხვდა. როგორც იცით, გუშინ პირველი ტურის მატჩები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გახსნით შეხვედრაში ტონგას ნაკრები დაამარცხა. planetarrugby-ის მიერ შემოთავაზებულ სიმბოლურ გუნდში მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ვასილ ლობჟანიძე მოხვდნენ. სრული გუნდი: გორომარუ (იაპონია), ვან დერ მერვე (კანადა), კორი ალენი (უელსი), სონი ბილ უილიამსი (ახალი ზელანდია), ნემანი ნადოლო (ფიჯი), ჯონათან სექსტონი (ირლანდია), ვასილ ლობჟანიძე (საქართველო), მამუკა გორგოძე (საქართველო), სენ ობრიენი (ირლანდია), მაიკ ლეიჩი (იაპონია), სამ ვაითლოქი (ახალი ზელანდია), იან ჰენდერსონი (ირლანდია), რაბა სლიმანი (საფრანგეთი), გუილემ გურიადო (საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები