თუ 6 ერი არა, რომელ ტურნირზე შესაძლოა რომ ვითამაშოთ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თუ 6 ერი არა, რომელ ტურნირზე შესაძლოა რომ ვითამაშოთ?


თუ 6 ერი არა, რომელ ტურნირზე შესაძლოა რომ ვითამაშოთ?
ბოლო პერიოდში ხშირად მიდის იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ჩემპიონატში დაამატონ. ჩვენ გარდა, 6 ერში დამატებას ითხოვს რუმინეთიც, რომელიც ევროპის ერთა ჩემპიონატში მე-2 ნაკრებად მიიჩნევა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 6-მა ერმა გააფართოვოს გუნდები და კიდევ 2 ნაკრები მიიღოს. უცხოურ ფორუმებზე უამრავ არგუმენტირებულ მიზეზს წააწყდებით, თუ რატომ არის 6 ერისთვის მიუღებელი საქართველოს დამატება. თუმცა, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და მხოლოდ ფორუმებზე წააწყდებით. როგორც იცით, ახლა 3 გამორჩეული ჩემპიონატია, დანარჩენი ნაკრებები კი ძირითადად კონკტინენტების ჩემპიონატებში ასპარეზობენ. 1. რაგბის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობენ ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა. 2. 6 ერის ჩემპიონატი, სადაც თამაშობენ ინგლისი, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და შოტლანდია. 3. წყნარი ოკეანის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობენ აშშ, კანადა, ფიჯი, იაპონია, სამოა და ტონგა. ეს უკანასკნელი საქართველოსთვის ყველაზე საინტერესოა, რადგან შეიძლება უახლოეს მომავალში ეს ტურნირი გაფართოვდეს. კერძოდ კი, შესაძლებელია, რომ ტურნირს წყნარი ოკეანის ჩემპიონატის სახელი შეეცვალოს და ევროპის ქვეყნებიც დაემატოს. ამ ეტაპზე საუბარია, რომ საქართველო, რუსეთი და რუმინეთი დაემატონ და 9 ნაკრებისგან შესდგეს ჩემპიონატი. ცხადია, 6 ერში თამაში უფრო კარგია, რადგან გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა არც ეს უნდა იყოს ცუდი. ასეა თუ ისე, სამოა, ტონგა და ფიჯი ჩვენზე ძლიერ ნაკრებებად ითვლება და მათთან სისტემატიურად თამაში საინტერესო იქნებოდა. ფაქტია, რომ ამჟამინდელ ჩემპიონატში თამაშს წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თამაში სჯობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები