Guardian: "სირცხვილი 6 ერს, თუ საქართველო არ მიიღეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Guardian: "სირცხვილი 6 ერს, თუ საქართველო არ მიიღეს"


რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩების შესახებ სიახლეს The Guardian აქვეყნებს. წყარო იმ ნაკრებებზე წერს, რომლებმაც უკვე ჩაატარეს ჯგუფრი ეტაპის უკანასკნელი შეხვედრები. სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრებიც. Guardian-ი წერს: "საქართველოს ნაკრებს აქამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 2 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. ზუსტად ამდენივე მატჩის მოგება მოახერხეს მათ 1 ტურნირზე. გარდა იმისა, რომ შოკში ჩააგდეს ტონგა, გავიდნენ მე-3 პოზიციაზე ჯგუფში, სადაც ახალი ზელანდია იმყოფებოდა. სირცხვილი 6 ერს, თუ ახლაც არ მიიღეს საქართველო", - წერს The Guardian საქართველოს რაგბის ნაკრებზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2003 წელს გავიდა, თუმცა, 4-დან 4-ვე შეხვედრა დათმო. 2007 და 2011 წლებში ჩვენმა გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა. 2015 წელს კი 2 შეხვედრა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები