ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს!


ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს!
2015 წლის მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გასულ კვირას დასრულდა. ავსტრალიურმა სპორტულმა გამოცემამ, lastwordonsports-მა ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 5 მოთამაშე გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ პირველი პოზიცია მამუკა გორგოძემ დაიკავა! ავსტრალიელები ქართველ მორაგბეზე წერენ: "მთელმა მსოფლიომ შეიყვარა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მისი რეაქციის შემდეგ, რომელიც ახალ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ დასახელების შემდეგ გამოავლინა. 196 სანტიმეტრის სიმაღლისა და 118 კილოგრამიან მამუკას ქართველმა ფანებმა გულივერი შეარქვეს ზედმეტსახელად, "მონპელიეში" კი მას "გორგოძილას" ეძახდნენ თანაგუნდელები. გორგოძეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი ლელო აქვს დადებული და საერთო ქულათა ჯამში მე-5 პოზიცია უკავია. მან მიმდინარე ტურნირზე 2 ლელოს დადება მოახერხა. გორგოძე გაუძღვა საქართველოს 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც, ისტორიაში პირველად, მათ 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს", - წერს გამოცემა. ცნობისთვის, პირველ 5-ულში ადგილები ასე გადანაწილდა: 1. მამუკა გორგოძე - საქართველო 2. ბერნარდ ფოლი - ავსტრალია 3. ვან მერვი - კანადა 4. დან ბიგარი - უელსი მეხუთე პოზიცია კი ასე უწერია გამოცემას: იაპონიის მთლიანი გუნდი, თუმცა, განსაკუთრებით, მაიკლ ლეიჩი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები