დირკ ნოვიცკი: "ზაზა ფაჩულიაზე ჭკვიან ცენტრთან არასდროს არ მითამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დირკ ნოვიცკი: "ზაზა ფაჩულიაზე ჭკვიან ცენტრთან არასდროს არ მითამაშია"


დირკ ნოვიცკი:
გუშინ, NBA-ს 2015-2016 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ფენიქსი" 95-111 დაამარცხა. როგორც იცით, ეს სადებიუტო შეხვედრა იყო ქართველი კალათბურთელისთვის ახალ გუნდში. მატჩის შემდეგ ფაჩულიაზე კომენტარი "დალასის" წამყვანმა კალათბურთელმა, დირკ ნოვიცკიმ გააკეთა. "ვფიქრობ, რომ არ მაქვს ზაზაზე ჭკვიან ცენტრთან ერთად ნათამაშები. ფაჩულია ჭკვიანურად თამაშობს, კარგ გაცვლებს აკეთებს და პარტნიორებს გათავისუფლებაში ეხმარება. ის არის კარგი მეპასე თავის სიმაღლესთან შედარებით და თამაშობს ძალიან, ძალიან ჭკვიანურად", - ციტირებს ნოვიცკის სიტყვებს NBA-ის ქართული გვერდი. შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია სიმაღლეში 211 სანტიმეტრია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები