ანრი: "ყველას სურს, რომ სანჩესი არსენალში დარჩეს, თუმცა ის შეიძლება ბაიერნში გადავიდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანრი: "ყველას სურს, რომ სანჩესი არსენალში დარჩეს, თუმცა ის შეიძლება ბაიერნში გადავიდეს"


ანრი:
ლონდონის "არსენალი" ყოფილი თავდამსხმელი, ტიერი ანრი ალექსის სანჩესის სამომავლო კლუბზე საკუთარ აზრს გამოთქვამს.

"მე მსურს, რომ სანჩესმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ეს ყველას სურს, თუმცა ის შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდეს.

როგორც "არსენალის" ფანს, მსურს, რომ ალექსისი ლონდონურ კლუბში სამუდამოდ დარჩეს, რადგან ის, როგორც იოზილი "არსენალის" მომავალია.

თუ სანჩესი წასვლას გადაწყვეტს, ეს ალბათ არტურო ვიდალთან კომუნიკაციის შედეგი იქნება, რომელიც ცდილობს, რომ სანჩესი "ბაიერნში" გადასვლისკენ დაიყოლიოს.

თუმცა, მინდა, რომ ალექსის მივმართო: არავის უსმინო, კლუბში დარჩი", – განაცხადა ტიერი ანრიმ Sky Sports–ის ეთერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები