მოურინიო: "მარსიალმა შანსი ვერ გამოიყენა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "მარსიალმა შანსი ვერ გამოიყენა"


მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ენტონი მარსიალი გააფრთხილა, რომ რეგულარულად სათამაშოდ აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

მარსიალმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, რის საფუძველზეც მოურინიოს მიაჩნია, რომ ფრანგმა თავისი შანსები ვერ გამოიყენა, როცა მიეცა.

"არა მგონია, კონცენტრაცია დაეკარგა. მხოლოდ ვფიქრობ, რომ ორივე ხელით არ ჩაეჭიდა შესაძლებლობას, რომელიც მიიღო.

ამ პოზიციაზე ჯერ კიდევ გვყავს ხუთი ფეხბურთელი - მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა, ჰენრიხ მხითარიანი და მარსიალი. ერთსა და იმავე ფეხბურთელს შანსს შანსზე ვერ მივცემ და სხვა ფეხბურთელის თავდადებას დაუფასებლად ვერ დავტოვებ.

როცა ორ პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი მყავს, კარგი თამაში უნდა დავაფასო. ხანდახან შემადგენლობიდან ვიღაცის ამოღება მიწევს. მარტივია", - განაცხადა მოურინიომ.
ასევე იხილეთ თემაზე:
მოურინიო მარსიალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები