ვენგერმა ჩინეთში მუშაობაზე უარი განაცხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა ჩინეთში მუშაობაზე უარი განაცხადა


ვენგერმა ჩინეთში მუშაობაზე უარი განაცხადა
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ჩინეთის სუპერ ლიგის გუნდის ჩაბარებას არ აპირებს, იტყობინება უცხოური გამოცემა - The Telegraph.

ზემოხსენებული გამოცემა წერს, რომ ჩინეთში ვენგერს ყოველწლიურად 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდებოდა, თუმცა 67 წლის სპეციალისტმა ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი "არსენალში" 1996 წლიდან მოყოლებული მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ფრანგი სპეციალისტი ლონდონურ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები