რონალდუს დედა: "კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს დედა: "კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი"


რონალდუს დედამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ის კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტის გაკეთებაზე ფიქრობდა. ეს ინფორმაცია პრესაში წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა, მარია დოლორესს არასდროს დაუდასტურებია. დღეს კი, ის აცხადებს, რომ ეს სიმართლეა. "ვადასტურებ, რომ კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მომცა. ზოგჯერ კრიშტიანუ ამ თემაზე მეხუმრება", - განაცხადა რონალდუს დედამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები