საფეხბურთო საიტი » საქართველო » ერთ დღეში გადაკვეთილი ევროპა და კარგად ნაცნობი ანდალუსია

ერთ დღეში გადაკვეთილი ევროპა და კარგად ნაცნობი ანდალუსია

ერთ დღეში გადაკვეთილი ევროპა და კარგად ნაცნობი ანდალუსია



2012 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, სტამბოლის გავლით, მალაგაში ჩაფრინდა. მალაგას საერთაშორისო აეროპორტიდან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ზესტაფონელები დანიშნულების ადგილას, ქალაქ ესტეპონაში ჩავიდნენ ...



უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლიდან მალაგას მიმართულებით ქართული დელეგაციის გადაფრენა თურქეთის დასავლეთ ნაწილში მოსული დიდთოვლობის გამო 2 საათით გადაიდო, მაგრამ, თუ არ ჩავთლით რეისის დაგვიანებით გამოწვეულ დისკომფორტს, მთლიანობაში მგზავრობამ "თავგადასავლების" გარეშე ჩაიარა.

ევროპის ერთი ბოლოდან მეორეში გადაფრენისა და მალაგადან ესტეპონამდე ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კარგად ნაცნობ სასტუმრო ”H10 Estepona Palace”-ში დაბინავდა. იმერელთა გარდა, ამ სასტუმროში ცხოვრობენ და სეზონის განახლებისათვის ემზადებიან ლიტვური ”ეკრანასი” და ნორვეგიული ”სტრომსგოდსეტი”, ამ დღეებში მათ პოლონური ”ლეხიც” შეუერთდება.

დღესვე ზესტაფონელებმა წლევანდელ ესპანურ შეკრებაზე პირველი ვარჯიშიც გამართეს. გუნდმა ესტეპონას მახლობლად მდებარე სპორტკომპლექს ”Doña Julia"-ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. გია ჭიაბრიშვილის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული ოცდახუთიდან 23 ფეხბურთელი გახლდათ. ზურაბ მენთეშაშვილი და აბაიომი ოვონიკოკო ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.

ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ზესტაფონელები 31 იანვარს გამართავენ - ქართველთა მეტოქე უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დნეპროპეტროვკის ”დნიპრო” იქნება. მატჩი მარბელიას საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები (7)
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 28 იანვარი 2012 19:43

კომენტარები: 2025

ზესტაფონი მაგარი გუნდი გახდება
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------
ავტორი: dato_dato (USER) | 28 იანვარი 2012 21:35

კომენტარები: 9

ზესტაფონი მაგარი არის და ალბათ იქნება
--------------------
კლუბი: მილანი | ნაკრები: ბრაზილია&იტალია&საქართველო | ფეხბურთელი: რონალდინიო
ავტორი: forzajuve (USER) | 28 იანვარი 2012 21:45

კომენტარები: 127

ცფ ზესტაფონი ბიჭები ლიგა თუ არა უეფაზე გავდივართ წელს
--------------------
კლუბი: juventus, fc zestaponi | ნაკრები: saqartvelo | ფეხბურთელი: zizu, nedved, del piero,buffon
--------------------
ავტორი: vollen))) (USER) | 29 იანვარი 2012 00:48

კომენტარები: 29

kai gundia zestaponi simon torpedos ar eshvela araperi
--------------------
კლუბი: Barcelona,Torpedo | ნაკრები: Brazilia,Saqartvelo | ფეხბურთელი: Ronaldinho,Pique
ავტორი: giobitsa (USER) | 31 იანვარი 2012 19:37

კომენტარები: 1639

ტორპედო უფრო მაგარიაა როცა ეთამაშება ტორპედოს სულ ქუთAისი სჯობს ხოლმეე
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------
ავტორი: zura- manchester (USER) | 31 იანვარი 2012 21:39

კომენტარები: 44

ზესტაფონი ძაან მაგარი გუნდია
--------------------
კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი;იუვენტუსი | ნაკრები: ინგლისი;არგენტინა | ფეხბურთელი: ჩიჩარიტო;დელ პიერო
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 3 თებერვალი 2012 22:00

კომენტარები: 2025

ზესტაფონი მაგარი გუნდია
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------

დაიცავით ცენზურა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ბანით!

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე, როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი.
რეკომენდირებულია რეგისტრაცია ან თუ ხართ უკვე დარეგისტრირებული, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
ინფორმაცია
ჯგუფ GUEST-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
დაემატოს საიტს ფორუმი?
კი
არა