7 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

7 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან



ნორვიჩი-მანჩესტერი


ჩემპიონატის ფინიშზე გუნდებს სრულიად განსხვავებული ამოცანები აქვთ. მასპინძლებს 31 ქულა აქვთ და ისინი ბოლოს წინა ადგილზე არიან. მე-17 ადგილზე მყოფ „ნიუკასლს“ „ნორვიჩი“ ორი ქულით და ერთი ჩატარებული შეხვედრით ჩამორჩება. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ 60 ქულა აქვთ. თანაქალაქელ „სიტისთან“ განსხვავება მინუს ოთხ ქულას შეადგენს. „იუნაიტედს“ მეოთხე ადგილზე მყოფ კონკურენტთან ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

ალექს ნილის შეგირდებს ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვთ. „იები“ უკანასკნელ პერიოდში არც შედეგიანობით გამოირჩევიან. ამ წაგებულ შეხვედრებში მათ არც ერთი გოლი არ გაუტანიათ, ხოლო თუ უკანასკნელ შვიდ თამაშს გადავხედავთ, მათ ანგარიშზე მხოლოდ ოთხი გატანილი ბურთია.

ლუი ვან გაალის გუნდმა ბოლო ექვსი საჩემპიონატო მატჩიდან ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. უკანასკნელი შეხვედრა მანჩესტერელებმა „ლესტერთან“ ჩაატარეს. კლაუდიო რანიერის გუნდი მაშინ ჯერ კიდევ ჩემპიონი არ იყო. თუმცა, „ოლდ ტრაფორდზე“ აღებულმა ქულამ „მელიები“ სანუკვარ მიზანთან მაქსიმალურად მიაახლოვა.

„ნორვიჩს“ ორი წამყვანი ფეხბურთელი ტეტეი და კლოზე არ ეყოლება. ორივე მათგანი სეზონის ბოლომდე სეზონის ბოლომდეა ტრავმირებული. ალექს ნილი დიდი ალბათობით „არსენალთან“ 0:1 წაგებულ მატჩში ძალიან ინერტულ ფორვარდს ჟერომს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს და მის ნაცვლად სასტარტოში თამაშსს მბოკანის დააწყებინებს. სხვა ცვლილება მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დიდი ალბათობით არ იქნება.

სტუმართა რიგებში ისევ ვერ ვიხილავთ იანუზაის და შვაინშტაიგერს. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის გამო, მოედანზე ვერც მარუან ფელაინი გამოვა. არაა გამორიცხული მოედნის შუაში ბელგიელის ადგილი ანდერ ერერამ დაიკავოს. რაც შეეხება ფილ ჯოონსს, მან გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობასთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და შესაძლოა განაცხადში მოხვდეს.

შარშან 19 დეკემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ მოპოვებულმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა. „ნორვიჩის“ მეტოქესთან ზედიზედ ოთხ მატჩიან წაგებების სერიას, რომლის განმავლობაშიც მათ საკუთარ კარში 13 გოლი მიიღეს, ხოლო გატანით კი არც ერთი არ გაუტანიათ. რაც შეეხება „ქეროუ როუდზე“ ჩატარებულ შეხვედრებს საინტერესოა რომ უკანასკნელი 13 მათგანი ფრედ არ დასრულებულა. ხუთჯერ მასპინძლებმა, ხოლო შვიდჯერ კი სტუმრებმა მოიგეს.
ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი. ნორვიჩი არ წააგებს

სანდერლენდი-ჩელსი


„ნორვიჩის“ მსგავსად კიდევ ერთი აუტსაიდერი „სანდერლენდიც“ სახლში თამაშობს, ოღონდ „შავი კატების“ მეტოქე უმოტივაციო ‘ჩელსია“. მასპინძლებს 32 ქულა აქვთ და გასავარდნი ზონის მიღმა მყოფ „ნიუკასლს“ ისინი ერთი ქულით და ამდენივე ჩატარებული მატჩით ჩამორჩებიან. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ 48 ქულა მოაგროვეს და მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

ბოლო რვა საჩემპიონატო მატჩიდან სემ ელერდაისი გნდმა ექვსი ფრედ დაასრულა, ერთი მოიგო და ამდენივე წააგო. ეს გამარჯვება „სანდერლენდმა“ უშუალო კონკურენტთან“ ნორვიჩთან“ შეხვედრაში მოიპოვა.

ამავე პერიოდში ექვსი მატჩი მოიგეს „არისტოკრატებმა“ ერთხელ მეტოქესთან ქულები გაიყვეს და ამდენჯერვე დამარცხდნენ. ის ერთი ფრე გუნდმა „ტოტენჰემთან“ ითამაშა, რის შემდეგაც მაურისიო პოჩეტინიოს გუნდმა საჩემპიონო რბოლაში საბოლოოდ ყველანაირი შანსი დაკარგა.

მასპინძლებს არც ერთი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავთ. რაც შეეხება „ჩელსის“, აქ დიდი ალბათობით სასტარტოში იქნებიან ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ორივე მათგანმა სამედიცინო ტესტი წარმატებით გაიარა. გუნდს დისკვალიფიკაცია მოხდილი ტიბო კურტუაც დაუბრუნდა.

„სტეიდიუმ ოფ ლაითზე“ „სანდერლენდს“ „ჩელსი“ საჩემპიონატო მატჩებში 2010 წლის ოქტომბრის მერე არ დაუმარცხებია. ამ პერიოდში გუნდებმა ჩემპიონატის ეგიდით „შავი კატების“ მსობლიურ არენაზე 11 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც ცხრა „არისტოკრატებმა“ მოიგეს, ხოლო ორი კი ფრედ დასრულდა.
ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი

გლადბახი - ლევერკუზენი


ჩემპიონატის ფინიშის სწორზე ეს მატჩი უდაოდ ცენტრალურია. მიუხედავად ქულათა შორის სოლიდური სხვაობისა, მასპინძლები მეტოქეს რვა ქულით ჩამორჩებიან, გუნდები მესამე-მეოთხე ადგილებზე იმყოფებიან. „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გარანტირებული აქვს, რაც შეეხება ადგილს რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში მოხვედრის საშუალებას იძლევა, მისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის. ამ ოთხეულიდან გლადბახელებს და „ჰერტას“ ერთნაირი 49-49 ქულები აქვთ მოგროვილი, „შალკეს“ ამ დუეტზე ერთი ქულით ნაკლები აქვს, ხოლო „მაინცსს“ კი სამით.

წინა ტურში ანდრე შუბერტის გუნდმა „ალიანს არენაზე“ ქულა მოიპოვა, რომელიც მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გარდა ამისა, ამ ფრით „გლადბახმა“ ერთი კვირით გადადო მიუნჰენის „ბაიერნის“ ჩემპიონობა. ამ შედეგის გათვალისწინებით შეიძლება თამამად იქვას რომ შუბერტი დრეს მინდორზე იმავე სასტარტო შემადგებლობას გამოიყვანს, რომლითაც მან მიუნჰენში დაიწყო თამაში. ისიც აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა თავკაცსს დიდი არჩევანი არ აქვს. მის გუნდს განსაკუთრებით დაცვის ხაზში ფეხბურთელების ტრავმების გამო კრიზისი აქვს.

წინა ტურის მატჩთან შედარებით სემადგენლობაში ცვლილებებს არც როჯერ შმიდტი გეგმავს. ლევერკუზენელები უკვე შეგუებულნი არიან, რომ მათ არ ეყოლებათ სებასტიან ბიონეში და ვლადლენ იურჩენკო. დიდი ალბათობით, მოედანზე ვერც კირიაკოს პაპადოპულოსი გამოვა.

მასპინძლებს მეტოქესთან სახლში ჩატარებული მატჩების საშინელი სტატისტიკა აქვთ. წინა სეზონში მოგებული შეხვედრა იყო პირველი, რომელიც „გლადბახმა“ „ლევერკუზენს“ „ბორუსია პარკზე“ ჩემპიონატის ეგიდით 1989 წლიდან მოყოლებული მოუგო.
ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი. ბორუსია მოიგებს

ლიონი - მონაკო


შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსნის ბედი. ჩემპიონატში მეორე დგილზე გასული გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ჯგუფური ტურნირიდან დაიწყებს. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დამარცხებულს, თავისი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ერთი ქულის მანზილზე მიუახლოვდება „სენტ-ეტიენი“ ,რომელიც მეოთხე ადგილზეა.

მასპინძლებს ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ ცხრა წაუგებელი შეხსვედრის სერია აქვთ. ამ სერიაში ჩემპიონ „პსჟ“-თან მოგებაცაა. უკანასკნელ ცხრა საშინაო მატჩში „ლიონმა“ სვიდი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.

სტუმრები წაუგებელ მატჩთა ასეთი სერიით ვერ დაიკვეხნიან. გუნდს აპრილის დასაწყისში ჰქონდა ჩავარდნა, როდესაც მან ზედიზედ ორი მატჩი დათმო. ამის შემდეგ სტუმრებმა სამი მატჩი გამართეს, რომელთაგანაც ორი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ლეანდრო ჟარდიმის შეგირდებმა უკანასკნელი ცხრა დაპირისპირებიდან მხოლოდ ორი ჩაატარეს ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ. ბოლო ხუთ მატჩში კი მეტოქეებმა მათი კარი 11-ჯერ აიღეს.

გადაწყვეტილია, რომ „ლიონს“ ამ შეხვედრაში ფოფანა, ტოლისო და მალბრანკი არ ეყოლება. დიდი ალბათობით, მინდორზე ვერც მეტიუ ვალბუენა გამოვა.

შედარებით უკეთ აქვს საქმე ამ კუთხით „მონაკოს“, რომელსაც ჟერემი ტულალანი და ადამა ტრაორე დაუბრუნდნენ. თუმცა, დანაკლისი სტუმართა შორისაცაა. დისკვალიფიცირებულია ფაბინიო, ხოლო ჟოაო მუტინიოს დიდი ხანია ტრავმა აქვს. იგი სეზონის ბოლომდე მოედანზე ვერ გამოვა.

ურთიერთშეხვედრათაგან უკანასკნელ სამში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ბოლო ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი

სან ლორენცო - რივერი


ამ მატჩის ჩათვლით ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე გუნდებს სათამაშო კიდევ სამ-სამი შეხვედრა აქვთ. ორივე კლუბი უკვე გამოეთიშა კოპა ლიბერტადორესის ტურნირს. თუმცა, ორ ფრონტზე პარალელურად თამაშმა უფრო მეტად „მილიონარიოსი“ დააზიანა. „რივერი“ 15 ქულით მეათე ადგილზეა და საჩემპიონო შანსები დიდი ხანია დაკარგული აქვს. ერთწრიანი ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება ჯერ კიდევ შეუძლიათ მასპინძლებს, რომლებიც თავისი ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ „გოდოის“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.

უკანასკნელ ტურში მასპინძლებმა ნიკოლას ბლანდის გოლის წყალობით, "ინდეპენდიენტეს" 1:0 მოუგეს. რაც შეეხება „რივერს“, მარსელო გალიარდომ „ველესის“ წინააღმდეგ სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა. ეკვადორულ „ინდეპენდიენტესთან“ გუნდს ორბურთიანი დეფიციტი ჰქონდა აღმოსაფხვრელი. თუმცა, „მილიონარიოსმა“ მხოლოდ 1:0 მოიგო და ლიბერტადორესის თასს დაემშვიდობა.

გათვალისწინებით სატურნირო მდგომარეობისა, სტუმრები თითქოს უმოტივაციონი არიან, მაგრამ ეს მატჩი არგებტინული „დიდი ხუთეულის“ დაპირისპირებათა შორის შედის. სწორედ ამიტომ, მოტივაციის ნაკლებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ორივე გუნდი ამ შეხვედრისთვის საბრძოლო შემადგენლობით ემზადება. მათ რიგებში არც ერთი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არაა.
ექსპერტების პროგნოზი: სან ლორენცო მოიგებს. 5.5-ზე მეტი ბარათი

მოამზადა სანდრო ცბობილაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები