ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური: ბაიერნი ჩემპიონია, ბრძოლა გადარჩენისთვის იძაბება


ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური: ბაიერნი ჩემპიონია, ბრძოლა გადარჩენისთვის იძაბება
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 37–ე ტური რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მიუნხენის "ბაიერნმა" გაიფორმა ზედიზედ მეოთხე ვერცხლის სინი. "რეკორდმაისტერმა" ისტორიაში 26–დ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

მადრიდის "ატლეტიკოსთან" ძალიან მტკივნეული მარცხის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდი მაინც კარგი განწყობით გავიდა მინდორზე "ინგოლშტადტთან" დერბის სათამაშოდ. სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე მოიპოვეს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება. დუგლას კოსტას მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ, ბრაზილიელმა ფრენკ რიბერი დატოვა მეკარესთან ერთი–ერთზე, რომელმაც ჩამოიცილა მასპინძელთა გოლკიპერი, მაგრამ წააქცია მარვინ მატიპმა. ამჯერად ნიშნულთან ბომბადრიბოსითვის მებრძოლი რობერტ ლევანდოვსკი მივიდა და იდეალურად შეასრულა პენალტი – 1:0! "ბაიერნმა" გააგრძელა შეტევები, მაგრამ გამოეპარა "ინგოლშტადტის" ერთი კარგი შეტევი, რომლის დროსაც ჰარტმანს შეეძლო გატანა, მაგრამ ცოტათი არ გაუმართლა. ამის შემდეგ საოცარი ეპიზოდი გაუშვა ხელიდან კოსტამ, რომელიც მეკარესთან მარტო დარჩა, მოატყუა ეს უკანასკნელი, მაგრამ იმდენი დრო დაკარგა, რომ მცველმა ჩამოუსწრო. შეხვედრის 32–ე წუთზე კი ხაბი ალონსოს დიდებული პასის შემდეგ ლევანდოვსკიმ მშვენიერი ბურთი შეაგდო და თავისი გოლების რაოდენობა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 29–მდე აიყვანა. "ინგოლშტადტის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "შავები" არ დანებდდნენ და ტაიმის ბოლოს მორიც ჰარტმანმა პენალტი გამოიყენა.

შეხვენების შემდეგ მიუნხენურ გრანდს საკმაოდ გაუჭირდა და "ინგოლშტადტი" სერიოზულად დაემუქრა მანუელ ნოიერის კარს, თანაც არა ერთხელ. თუმცა, კლასმა თავისი ქნა და საბოლოოდ გვარდიოლას გუნდმა მოიგო. პეპმა მესამე სეზონშიც მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ცოტათი გაიღიმა კიდეც, მაგრამ შუაკვირას მიღებული მძიმე დარტყმის კვალი კვლავ ეტყობოდა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ტომას მიულერზე, რომელიც ომახიანად აღნიშნავდა გამაჯვებას, მაგრამ ეს მხოლოდ სწორი მიდგომაა. "ბაიერნი" "ბაიერნია", რომელიც ყოველთვის უძლებს პრობლემებს და აგრძელებს გზას. ერთ კვირაში მიუნხენური კლუბი ჩაიბარებს კუთვნილ სასალათეს, რომელსაც ლეგენდარული ფილიპ ლამი აღმართავს თავს ზემოთ.
ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური: ბაიერნი ჩემპიონია, ბრძოლა გადარჩენისთვის იძაბება


ინგოლშტადტი 1:2 ბაიერნი

გოლები: ჰარტმანი (42 [პენ.]) – ლევანდოვსკი (15 [პენ.]; 32).

ინგოლშტადტი: იოზკანი – და კოსტა, მატიპი, ჰიუბნერი, სუტნერი – გროსი, როჯერი, კოენი (მორალესი 63') – ჰარტმანი (ჰინტერეზერი 77'), ლესკანო (ლექსი 82'), ლეკი.

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, მარტინესი, კიმიხი, ალაბა – ალონსო (ბენატია 46'), ტიაგო (როდე 89') – დუგლას კოსტა, მიულერი, რიბერი (რაფინია 57') – ლევანდოვსკი.

გერმანიის ვიცე–ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" კოფაკე არენას ეწვია და საკმაოდ რთული შეხვედრის ჩატარება მოუწია. ტომას ტუჰელმა ცოტათი უცნაური ტაქტიკა აირჩია, რომელიც 4–1–3–2 იყო. ფრანკფურტის "აინტრახტს" აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება, რათა თავი დაეღწია გასავარდნი ზონისთვის და ნიკო კოვაჩის გუნდს დაეტყო, რომ ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდა. "არწივები" პირველივე წუთებიდან გაფრინდნენ შეტევაში და მალევე შექმნეს მომენტი. ბუნდესლიგაში მეორედ გაცოცხლებულმა ცაბოლს ჰუსტის ჩაწოდების შემდეგ ლუკ კასტაინოსმა ეფექტურად, ქუსლით დაარტყა, მაგრამ რომან ბიურკიმ ითამაშა ჩინებულად. თუმცა, რამდენიმე წუთში მაკოტო ჰასებეს ჩაწოდების შედმეგ შტეფან აიგნერმა გაიტანა გოლი მშვენიერი თავური დარტყმით და დააწინაურა თავისი გუნდი. "აინტრახტი" ჩაჯდა დაცვაში და დაიწყო ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რაც იდეალურად გამოუვიდა. დორტმუნდის "ბორუსიამ" ფაქტიურად მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა და ორივეჯერ შესანიშნავად ითამაშა ტომაშ ჰრადეცკიმ. "აინტრახტმა" საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, კონკურენტებმა ვერ მოიგეს და ახლა კოვაჩის კოლექტივი გადამრჩენ, მე–15 პოზიციაზეა. ბოლო ტურში კი საკმაოდ რთული გასვლა ელის ბრემენში უშუალო მეტოქესთან.

ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური: ბაიერნი ჩემპიონია, ბრძოლა გადარჩენისთვის იძაბება


აინტრახტი 1:0 დ.ბორუსია

გოლი: აიგნერი (14').

აინტრახტი: ჰრადეცკი – რეგაზელი, რუსი, აბრაჰამი, ოშიპკა, ჯაკპა – აიგნერი (შტენდერა 84'), ჰასებე, ჰუსტი, ბენ–ჰატირა (ჩენდლერი 59') – კასტაინოსი (ვოლშმიდტი 77').

დ.ბორუსია: ბიურკი – დურმი (სოკრატისი 46'), სვენ ბენდერი, ჰუმელსი (პულიშიჩი 65'), შმელცერი – შაჰინი – მხითარიანი, კაგავა, როისი – ობამეიანგი (კასტრო 65'), რამოსი.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორუსია პარკზე გაიმართა. ლევერკუზენული დერბი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. თუმცა, "ბაიერმა" უკვე წინა ტურში გაინაღდა მესამე პოზიცია და უმოტივაციოდ იყო დარჩენილი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მიუნხენგლადბახის "ბორუსიაზე", რაც დასაწყისშივე დამტკიცდა. ანდრე შუბერტის გუნდმა საოცრად დაიწყო და უკვე პირველივე წამებზე ოსკარ ვენდტის დარტყმულის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა. შემდეგ იბრაჰიმა ტრაორე, ჰანი და რაფაელი ერთმანეთის მიყოლებით დარჩნენ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ხან უმართლებდა "ბაიერს", ხანაც ბერნდ ლენო მოქმედებდა საკმაოდ კარგად. ამასობაში კი ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი – ვერ გაიტან, გაგიტანენ! ჯერ რობი კრუსმა გაარტყა ბურთი ძელს, შემდეგ შეტავაში კი "ფარმაცეპტებმა" გაიტანეს. ჩალჰანოღლუ–ჩიჩარიტო–არანგისის მშვენიერი კობმინაცია ჩილელი საყრდენის მშვენიერი დარტყმით დასრულდა – 0:1.

პირველი ტაიმის ბოლოს "მ.ბორუსიამ" მოახერხა შოკიდან გამოსვლა და გაიტანა დამსახურებული გოლი. ტრაორეს დარტყმის შემდეგ ლენომ პირდაპირ ჰანზე მოიგერია ბურთი და ანდრემ აღადგინა წონასწორობა. მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს მიუნხენგლადბახელებმა, მაგრამ კვლავ საოცრად კარგი იყო ლენო. "ბაიერი" კი ძალიან სახიფათოდ ანხორციელებდა კონტრშეტევებს. კარგი მომენტი ჰქონდათ ჩალჰანოღლუსა და კისლინგს, მაგრამ იან ზომერიც საკმაოდ დამაჯერებელი იყო. ბოლოსკენ კი გუნდი კვლავ ჰანმა იხსნა, რომელმაც ვენდტის ჩაწოდება დააგვირგვინა – 2:1! "მ.ბორუსიამ" საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და იმისთვის, რომ გაიფორმოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, ბოლო ტურში ფრეც ეყოფა სტუმრად უმოტივაციო "დარმშტადტთან".
ბუნდესლიგის ბოლოს წინა ტური: ბაიერნი ჩემპიონია, ბრძოლა გადარჩენისთვის იძაბება


მ.ბორუსია 2:1 ბაიერი

გოლები: ჰანი (43', 79') – არანგისი (20').

მ.ბორუსია: ზომერი – ი.ტრაორე (ჰერმანი 80'), ელვედი, კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი – დაუდი (აზარი 77'), ჯაკა – შტინდლი – ჰანი, რაფაელი (შტრანცლი 87').

შტუტგარტი 1:3 მაინცი

გოლები: გენტნერი (6') – მალი (37'), კორდობა (53'), ონისივო (77').

შტუტგარტი: ლანგერაკი – გროსკროიცი, შუნიჩი, ბაუმგარტლი, ჰეისე – შვააბი (ტაში 72'), გენტნერი (ტიმო ვერნერი 59') – რუპი, მაქსიმი, კოსტიჩი – დიდავი.

მაინცი: კარიუსი – დონატი, ბელი, ბიუნგერტი, ბასმანი – ბაუმგარტლინგერი, ფრეი – კლემენსი (სამპერიო 80'), მალი (სერდარი 82'), ონისივო – კორდობა (ბენგტსონი 92').

შალკე 1:1 აუგსბურგი

გოლები: ჰუნტელაარი (82') – ბაიერი (89').

შალკე: ფიარმანი – ჰიოვედესი (კაიჩარა 71'), მატიპი, ნოიშტეტდერი, კოლასინაჩი – ჰოიბერგი (შოპფი 76'), გორეცკა – სანე, მაიერი (გაისი 83'), ჩუპო–მოტინგი – ჰუნტელაარი.

აუგსბურგი: ჰიტცი – კორი, გოველუ, ჰონგი, იანკერი (ჟი 86'), მაქსი (სტაფილიდისი 70') – კო (ბობადილია 32'), ბაიერი – ფინბოგასონი, ალტინტოფი, კაიუბი.

ჰერტა 1:2 დარმშტადტი

გოლები: დარიდა (14') – გონდორფი (24'), ვაგნერი (82').

ჰერტა: იარსტეინი – ვაიზერი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი – სკელბრედი, ლუსტენბერგერი (ბაომიოჰანი 64') – ჰარაგუჩი (შიბერი 73'), დარიდა (შტოკერი 83'), კალუ – იბიშევიჩი.

დარმშტადტი: მატენია – გარიკსი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი – გონდორფი, ნიმაიერი – ჰელერი (გორკა 89'), ვრანჩიჩი (კემპე 50'), რაუში (პლატე 77') – ვაგნერი.

კიოლნი 0:0 ვერდერი

კიოლნი: ჰორნი – სორენსენი, მაროჰი, მავრაი, ჰეინცი – ექტორი, გერჰარდტი (ფოგტი 46') – რისე, ბიტენკურტი (ჰარტელი 75'), ცოლერი (ოსაკო 46') – მოდესტე.

ვერდერი: ვიდვალდი – გებრე სელასიე, ვესტერგორი, ჯილობიჯი, ს.გარსია (შტენრბერგი 84') – ფრიტცი, გრილიტში, იუნუზოვიჩი – იოზტუნალი (უჯა 75'), პისარო (ეგესტინი 93'), ბარტელსი.

ჰამბურგი 0:1 ვოლფსბურგი

გოლი: ლუის გუსტავო (73').

ჰამბურგი: დრობნი – საკაი, ჯურუ, სპაიჩი, ოსტრჩოლეკი – კაჩარი, ჰოლტბი (კლებერი 84') – გრეგორიჩი (ბაჰუ 74'), ჰანტი, ილიჩევიჩი – ლასოგა (ოლიჩი 64').

ვოლფსბურგი: კასტეელსი – ტრეში (კალიჯური 55'), ნალდო, დანტე, შეფერი (გილავოგი 78') – სეგუინი, ლუის გუსტავო, არნოლდი – ვიერინია, კრუზე (დოსტი 90'), შურლე.

ჰანოვერი 1:0 ჰოფენჰაიმი

გოლი: კიოტაკე (28').

ჰანოვერი: ცილერი – არკენბერგი, ანტონი, სანე, ალბორნოსი – ფოსუმი, შმიდებახი – კლაუსი (შულცი 82'), კიოტაკე (პრიბი 63'), სარენრენ–ბაზი – სობიხი (შალაი 76').

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი – კადერაბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი – რუდი (ოხსი 69'), პოლანსკი (შვეგლერი 53'), ამირი – უტი (კურანი 46'), კრამარიჩი, ფოლანდი.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საკმაოდ სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული გადარჩენისთვის. "შტუტგარტი", "ვერდერი" ან "აინტრახტი" აუცილებლად მოიპოვებს საგზურს შემდეგი სეზონისთვის, მეორე გავარდება, ხოლო მესამე ფლეი–ოფში დაუპირისპირდება მეორე ბუნდესლიგის მესამე ადგილოსანს. ბოლო ტურში "ვერდერი" და "აინტრახტი" ერთმანეთს ეთამაშებიან, ხოლო "შტუტგარტი" სტუმრად დაუპირისპირდება "ვოლფსბურგს".

ყველა სიახლე

ცხრილები