საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი


საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად აშშ-ში “კოპა სენტენარიო“ მიმდინარეობდა. ვის რომელი ტურნირი მოწონს, გემოვნების საკითხია, გემოვნებისა, რომელზეც მუდმივად დავობენ, მაგრამ ის რომ ამერიკის კონტინენტზე, ვგულისხმობ სამხრეთ ამერიკას, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია, სადაო ნამდვილად არაა. ყოფილა შემთხვევები, რომ ეს დამოკიდებულება ცივილიზებულ ჩარჩოს სცდება.

ლათინურ ამერიკაში იციან ფეხბურთელების და გუნდების გაღმერთება, მაგრამ ასეთივე „წარმატებით“ გაწბილებულ ქომაგებს შეუძლიათ, რომ წაგებული თამაშისთვის თავისი ქვეყნის ნაკრების მოთამაშეებს ძალიან მკაცრად პასუხი მოთხოვონ. უარყოფითი დამოკიდებულების მაგალითი თავის თავზე სრული სიმძიმით ლეო მესიმ გამოსცადა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვერ გაუძლო იმ უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელსაც მასზე მთელი არგენტინა ახორციელებდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. საბედნიეროდ, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც მესის აკრიტიკებდა, თავის საქციელს ნანობს და ახლა კრიტიკა მისდამი ხვეწნა-მუდარით შეიცვალა.

მესის აშკარად გაუმართლა რომ, იგი კოლუმბიაში არ დაიბადა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 1994 წელს მედელინში ანდრეს ესკობარი მუნდიალზე თავის კარში გატანილი გოლის გამო ჩაცხრილეს, თავიანთ საქციელს არ ნანობენ.

საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი

კოლუმბიაში მომხდარი ერთ-ერთია იმ შემთხვევათაგან, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთისადმი და ფეხბურთელებისადმი ძალადობას მოწმობს. აშშ-ში 22 წლის წინ გამართული მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანსისკო მატურანა და ნახევარმცველი გაბრიელ გომესი მუქარის შემცველ ზარებს იღებდნენ. მათ ამის შესახებ განაცხადეს კიდეც, მაგრამ ნაკრების თავკაცის და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის ჩივილს, ყურადღება არავინ მიაქცია.

კიდევ უფრო შორს წავიდნენ სალვადორში. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ამ ქვეყნის ნაკრებს ჰონდურასის ეროვნული გუნდის წინააღდეგ ორი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ორივე შეხვედრის მანძილზე იყო მასობრივი არეულობები. ორ რაუნდიანი დაპირისპირება ჰონდურასელთა გამარჯვებით დასრულდა. პრესაში ნამდვილი ისტერია გაჩაღდა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ნაცვლად იმისა რომ მდგომარეობის განეიტრალება ეცადათ, საპირისპირო მოწოდებებს ავრცელებდნენ. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა 1969 წლის 24 ივნისს, რომ სალვადორის ხელისუფლებამ ნაციონალური არმიის ძალების მობილიზაცია მოახდინა და ჰონდურასს ომი გამოუცხადა. სამხედრო შეტაებები ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათ რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

აზიის კონტინენტზე სამხრეთ ამერიკის მსგავსად არ იქცევიან. იქ ფეხბურთელებს არ კლავენ, სამაგიეროდ ქვეყნის მმართველების ბრძანებით წაგებული მატჩებისთვის მოთამაშეებს და მწვრთნელებს აპატიმრებენ.

ჩრდილოეთ კორეის შესახებ ბევრი მითი არსებობს. მათი დადასტურება იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყანაში არც არავინ ჩადის, არავის შეუძლია. ყველას აქვს ალბათ ნანახი ამ უცნაური ქვეყნის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები. მართლა ატყუებენ თუ არა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას იმით, რომ მათი ასტრონავტები კოსმოსს ითვისებენ, არავინ იცის, სამაგიეროდ დადასტურებული ფაქტია, რომ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიმ ჩენ ჰუნი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე ითამაშა დაპატიმრებულია. ქვეყნის მმართველმა კიმ ჩენ ინმა, პორტუგალიის ნაკრებთან 0:7 მარცხი სამშობლოს ღალატად შერაცხა. ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც ამჟამად იგი სასჯელს საკონცენტრაციო ბანაკში იხდის.

2013 წელს სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა პრინციპიალური მატჩის წაგებისთვის ჩინეთშიც აამუშავეს. ტაილანდთან 1:5 დამარცხებამ, რომელიც ქვეყნის მმართველის სი ცზინპინის დაბადების დღეს დაემთხვა ამ უკანასკნელის უკიდურესი განრისხება გამიწვია. თამაშის ჩატარებიდან მოკლე ხანში დააპატიმრეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომლებსაც ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კიდევ ოთხი მოთამაშე ციხეში ექვსი წლით გაუშვეს.

სანდრო ცნობილაძე, GOAL.GE–სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები