მე-3 ტური. თბილისის დინამომ ცხინვალი სტუმრად დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მე-3 ტური. თბილისის დინამომ ცხინვალი სტუმრად დაამარცხა


მე-3 ტური. თბილისის დინამომ ცხინვალი სტუმრად დაამარცხა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის დასკვნითი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, სადაც "ცხინვალმა" თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით, 2-4 დამარცხდა.

ორთაბრძოლაში ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე-18 წუთზე გახსნეს. მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. ძალიან მალე თბილისელები წინ ორი ბურთით გავიდნენ. ოთარ კიტეიშვილმა 36-ე წუთისათვის სხვაობა გაზარდა.

მეორე 45 წუთის დაწყებიდან 5 წუთში "ცხინვალმა" მატჩში სხვაობა ერთბურთიანი გახადა. 50-ე წუთზე თავი ჯაბა დვალმა გამოიჩინა.

პირველ გაშვებული გოლის შემდეგ "დინამო" ისევ გააქტიურდა, რასაც 68-ე წუთზე რენე სანტოსის გატანილი გოლი მოჰყვა. ზუსტად 3 წუთში თბილისელებმა "ცხინვალის" კარი კიდევ ერთხელ აიღეს - პაპუნაშვილი (71').

ცხინვალმა "დინამოს" კარში მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ამჯერად, მასპინძელთა რიგებიდან გულვერდ თომაშვილი გამოირჩა.

"ცხინვალი" 2-4 "დინამო (თბ)"

გოლი:
0-1 ცინცაძე (18'), 0-2 კიტეიშვილი (36'), 1-2 დვალი (50'), 1-3 სანტოსი (68'), 1-4 პაპუნაშვილი (71'), 2-4 თომაშვილი (73')

"ცხინვალი": ნადირაძე, მახარობლიძე, მაისაშვილი (კაჭკაჭიშვილი 82'), ბაჩიაშილი, ქოჩლაძე (მაქაცარია 62'), ქარდავა, თომაშვილი, ცერცვაძე, სულთანიშვილი, დვალი, კახელიშვილი (გაბრიჩიძე 72').

"დინამო (თბ): სკრიბე, ცინცაძე, ჭანტურიშვილი (თევზაძე 74'), კიტეიშვილი (ზარია 72'), სანტოსი, ამისულაშვილი, ალვარო, მიქელთაძე (პარუნაშვილი 55'), პაპუნაშვილი, შპიჩიჩი, კირკიტაძე.

გაფრთხილება: -


ფოტო - ს.კ "დინამოს" პრესსამსახური

მოამზადა შაკო შიუკაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები