ესტეკას ვერდიქტი ცნობილია - მსაჯებს დისკვალიფიკაცია, გუნდებს დაკლებული ქულები


ესტეკას ვერდიქტი ცნობილია - მსაჯებს დისკვალიფიკაცია, გუნდებს დაკლებული ქულები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, პირველ ლიგის ორ შეხვედრაში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დღეს იმსჯელა და გუნდები და მატჩების მომსახურე მსაჯები საკმაოდ მძიმე სასჯელით დასაჯა.

ესტეკას სხდომაზე, "სქური"-"სულორისა" და "გაგრა"-"საპოვნელას" თამაშებზე მომხდარი ინციდენტები განიხილეს, სადაც იმერლებმა და გაგრელებმა, ნაცვლად სამი შეცვლისა, 5-5 ცვლილება განახორციელეს, რაც დებულების 4.14 მუხლს ეწინააღმდეგება.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდს ჩაეთვალა 0:3 წაგება და დააკლდათ 3 ქულა. ამასთან დაჯარიმდნენ 1000 ლარით.

დღესვე გაიმართა მსაჯთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „სქური“-„სულორის“ მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ივანე მაჩიტიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
მეორე ასისტენტ თეიმურაზ მაღლაკელიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
სათადარიგო მსაჯ ილია ტუღუშს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

„გაგრა“-„საპოვნელას“ მატჩის მთავარ მსაჯს გიორგი ავაზაშვილს აეკრძალა ყველა ლიგაში მსაჯობა სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ფელიქს ჭაავას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
მეორე ასისტენტ პაატა ბელთაძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
სათადარიგო მსაჯ ვახტანგ ბასილაიას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სეზონის ბოლომდე.

ასევე: ორივე მატჩის მსაჯთა დამკვირვებლებს, დურსუნ მენთეშაშვილს და გურამ ჩიგოგიძეს აეკრძალათ საქმიანობა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

დღის ვიდეო

ასე გამოიყურება მარსიალის გერლფრენდი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები