RMG ბოლნისის სიონის სპონსორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

RMG ბოლნისის სიონის სპონსორია


RMG ბოლნისის სიონის სპონსორია

კომპანია RMG სა და ბოლნისის "სიონს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კომპანია 1 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „სიონს“ ყოველთვიურად დააფინანსებს და იზრუნებს მის განვითარებაზე

„არემჯის“ მხრიდან მემორანდუმს ხელი კომპანიიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ მოაწერა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს, კომპანია „არემჯის“ და კლუბ "სიონს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რითიც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს საფეხბურთო კლუბი. მოხარულები ვართ ამ ყველაფრით და იმედია, რომ ჩვენი თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას რეგიონში“ - განაცხადა დავით ბალანჩივაძემ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელშეკრულების ვადა არის ერთი წელი. კომპანია ყოველწლიურად, ფულადი ანაზღაურებით დაეხმარება კლუბს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „არემჯის“. საფეხბურთო კლუბისთვის ეს არის სასიცოცხლო, რომ უფრო მეტი გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არამარტო ერთი წლის, მრავალი წლის ურთიერთობა გვექნება. შევეცდებით, მათი ნდობა გავამართლოთ", - განაცხადა ბოლნისის“სიონის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.

ბოლნისის "სიონის" პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები