ლებუა: გრიზმანი არ ყოფილა საუკეთესო

ლებუა: გრიზმანი არ ყოფილა საუკეთესო
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ფრანკ ლებუამ, ცოტათი გააკრიტიკა "ლურჯების" ერთ-ერთი ლიდერი ანტუან გრიზმანი, რომელიც ევრო 2016-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ანტუანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ექვსი გოლით, საიდანაც ხუთი გაიტანა ფლეი-ოფში და ორი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ნახევარფინალში. თუმცა, ფინალში გრიზმანი სუსტად გამოიყურებოდა, ხოლო ფრანგებმა დამატებით დროში წააგეს პორტუგალიასთან 0:1.

"ძალიან მომწონს გრიზმანი, მაგრამ ის არ ყოფილა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. არ ვეთანხმები ამ არჩევანს. უნდა ვიყო კრიტიკული, რადგან ის მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან გახდა შესამჩნევი. ფინალში ჰქონდა ორი მომენტი, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა. მეტი კი ანტუანს არაფერი გაუკეთებია.

თუმცა, უეფა მუდმივად მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. მატჩების საუკეთესო ფეხბურთელადაც, ძირითადად, სწორედ გოლების გამტან მოთამაშეს ასახელებდნენ.

მე კი გამოვყოფდი პეპეს ან გარეთ ბეილს, რომელიც ლიდერობდა უელსის ნაკრებს. რამდენიმე მოთამაშის გამოყოფა შეიძლება, რომელთაც საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს. პეპე მთელი ტურნირის განმავლობაში შეუდარებელი იყო. არც ის დაგავიწყდეთ თუ როგორ მოხვდა გრიზმანი სათადარიგო სკამზე პირველივე თამაშის შემდეგ", - განაცხადა მსოფლიოს და ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა.
მასალის გამოქვეყნების პირობები

კომენტარები (0)

გუნდი
დაწვრილებითი ცხრილი
1 #საფრანგეთი 3 7
2 #შვეიცარია 3 5
3 #ალბანეთი 3 3
4 #რუმინეთი 3 1
1 #უელსი 3 6
2 #ინგლისი 3 5
3 #სლოვაკეთი 3 4
4 #რუსეთი 3 1
1 #გერმანია 3 7
2 #პოლონეთი 3 7
3 #ჩრ.ირლანდია 3 3
4 #უკრაინა 3 0
1 #ხორვატია 3 7
2 #ესპანეთი 3 6
3 #თურქეთი 3 3
4 #ჩეხეთი 3 1
1 #იტალია 3 6
2 #ბელგია 3 6
3 #ირლანდია 3 4
4 #შვედეთი 3 1
1 #უნგრეთი 3 5
2 #ისლანდია 3 5
3 #პორტუგალია 3 3
4 #ავსტრია 3 1

ბომბარდირები

ფეხბურთელი
დაწვრილებითი სტატისტიკა
#
ა. გრიზმანი
5 4
#
გ. ბეილი
6 3
#
ა. მორატა
4 3
#
დ. პაიე
5 3
#
კ. რონალდუ
6 3

კვირის ტოპ 15