ევრა: საფრანგეთმა ტერორიზმი დაამარცხა

ევრა: საფრანგეთმა ტერორიზმი დაამარცხა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამოცდილი მარცხენა მცველი პატრის ევრა მიიჩნევს, რომ "ლურჯების" მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე შესრულებულია - მათ საბოლოოდ დაამარცხეს ტერორიზმი.

დიდიე დეშამის გუნდმა ფინალამდე მიაღწია, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვება და პარიზში 0:1 დამარცხდა პორტუგალიასთან დამატებით დროში.

ფინალური მატჩის შემდეგ, ევრამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს, რაც ბევრმა ვერ გაიგო.

"მარცხიდან ორი დღის შემდეგ ხალხი მეკითხებოდა თუ რატომ მოვიხადე ბოდიში. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ გამარჯვებული ვარ. გული მტკივა იმის გამო, რომ ვერ მოვუპოვე ეს ტიტული საკუთარ ერს.

თუმცა, როდესაც წავიკითხე სამადლობელი წერილები, საკუთარ თავს ვუთხარი: "ნუთუ მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება?". არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს წინაშე იყო ტერორის საფრთხე. საფრანგეთში უკვე მომხდარა მსგავსი შეტევები.

არ წამიკითხავს გაზეთები, არ მინახავს ფან-ზონები. თუმცა, ვიცი, რომ ფრანგი ქომაგები მშვიდად დადიოდნენ ფან-ზონებში, გამოხატავდნენ საკუთარ სიხარულსა თუ იმედგაცრუებას და ამაყობდნენ იმით, რომ ფრანგები იყვნენ.

ასე, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიმარჯვეთ. დავეხმარეთ საკუთარ ქვეყანას. სწორედ ეს გავიგე ფრანგების წერილებიდან", - განაცხადა ევრამ.
მასალის გამოქვეყნების პირობები

კომენტარები (0)

გუნდი
დაწვრილებითი ცხრილი
1 #საფრანგეთი 3 7
2 #შვეიცარია 3 5
3 #ალბანეთი 3 3
4 #რუმინეთი 3 1
1 #უელსი 3 6
2 #ინგლისი 3 5
3 #სლოვაკეთი 3 4
4 #რუსეთი 3 1
1 #გერმანია 3 7
2 #პოლონეთი 3 7
3 #ჩრ.ირლანდია 3 3
4 #უკრაინა 3 0
1 #ხორვატია 3 7
2 #ესპანეთი 3 6
3 #თურქეთი 3 3
4 #ჩეხეთი 3 1
1 #იტალია 3 6
2 #ბელგია 3 6
3 #ირლანდია 3 4
4 #შვედეთი 3 1
1 #უნგრეთი 3 5
2 #ისლანდია 3 5
3 #პორტუგალია 3 3
4 #ავსტრია 3 1

ბომბარდირები

ფეხბურთელი
დაწვრილებითი სტატისტიკა
#
ა. გრიზმანი
5 4
#
გ. ბეილი
6 3
#
ა. მორატა
4 3
#
დ. პაიე
5 3
#
კ. რონალდუ
6 3

კვირის ტოპ 15