კოლინა: "პაიეს არ სურდა რონალდუს დამტვრევა"

კოლინა:
უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა, პერლუიჯი კოლინამ, შეაფასა ევროპის ჩემპიონატის ფინალური თამაშის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი.

საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დასრულდა "სელესაოს" პირველი ტრიუმფით დიდ საერთაშორისო ტურნირზე, მაგრამ მათ დასაწყისშივე დაკარგეს ლიდერი ტრავმის გამო.

შეხვედრის მერვე წუთზე დიმიტრი პაიესთან ორთაბრძოლის შედეგად კრიშტიანუ რუნალდუმ მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო და მინდორი საკაცით დატოვა. ამ მომენტს ბევრი გემოხმაურება მოჰყვა, მაგრამ კოლინას კომენტარი ალბათ მაინც ყველაზე საინტერესოა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მთავარი მსაჯის.

"პაიემ თამაშის წესები ნამდვილად დაარღვია. იმსახურებდა თუ არა ყვითელ ბარათს? ეს კი საკამათო საკითხია. ეპიზოდის დინამიკა, მუხლის მუხლზე შეჯახება - უბრალოდ უბედური შემთხვევაა.

ვფიქრობ, რომ პაიეს ნამდვილად არ სურდა რონალდუს დამტვრევა და განზრახ უხეშობას არ ჰქონია ადგილი", - განაცხადა კოლინამ.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

მასალის გამოქვეყნების პირობები

კომენტარები (0)

გუნდი
დაწვრილებითი ცხრილი
1 #საფრანგეთი 3 7
2 #შვეიცარია 3 5
3 #ალბანეთი 3 3
4 #რუმინეთი 3 1
1 #უელსი 3 6
2 #ინგლისი 3 5
3 #სლოვაკეთი 3 4
4 #რუსეთი 3 1
1 #გერმანია 3 7
2 #პოლონეთი 3 7
3 #ჩრ.ირლანდია 3 3
4 #უკრაინა 3 0
1 #ხორვატია 3 7
2 #ესპანეთი 3 6
3 #თურქეთი 3 3
4 #ჩეხეთი 3 1
1 #იტალია 3 6
2 #ბელგია 3 6
3 #ირლანდია 3 4
4 #შვედეთი 3 1
1 #უნგრეთი 3 5
2 #ისლანდია 3 5
3 #პორტუგალია 3 3
4 #ავსტრია 3 1

ბომბარდირები

ფეხბურთელი
დაწვრილებითი სტატისტიკა
#
ა. გრიზმანი
5 4
#
გ. ბეილი
6 3
#
ა. მორატა
4 3
#
დ. პაიე
5 3
#
კ. რონალდუ
6 3

კვირის ტოპ 15