მოურინიო: "რონალდუ პორტუგალიას ფინალში ვერაფრით დაეხმარა"

მოურინიო:
გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მოქმედებები ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ ბრძოლას "სელესაოს" ლიდერი, ტრავმის გამო, ნაადრევად გამოეთიშა და პარტნიორებს, მთელი მატჩის განმავლობაში, სათადარიგო სკამიდან ამხნევებდა.

პორტუგალიამ კი ფინალი ედერის ერთადერთი გოლით მოიგო და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

"რონალდუ საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. მისი მოქმედებები პორტუგალიის ნაკრებს ვერაფრით დაეხმარა. მინდორზე 11 მოთამაშე იყო და მწვრთნელი, რომელიც მათ მითითებებს აძლევდა.

კრიშტიანუ, ეროვნულ გუნდს, ბოლო წუთებში, საერთოდ ვერ დაეხმარა. თუმცა, რონალდუს ემოციურობა ცუდი სულაც არ ყოფილა. ვფიქრობ, ის 11 მოთამაშე, რომელიც მინდორზე იმყოფებოდა, სრულიად კონცენტრირებული იყო და თავის ქმედებებს აკონტროლებდა.

კარგად დავინახე, რომ რონალდუს მოზღვავებული გრძნობები დაეუფლა, რადგან მისი ეროვნული ნაკრები ძალიან ახლოს იყო ტრიუმფთან", - განაცხადა ჟოზემ.
მასალის გამოქვეყნების პირობები

კომენტარები (0)

გუნდი
დაწვრილებითი ცხრილი
1 #საფრანგეთი 3 7
2 #შვეიცარია 3 5
3 #ალბანეთი 3 3
4 #რუმინეთი 3 1
1 #უელსი 3 6
2 #ინგლისი 3 5
3 #სლოვაკეთი 3 4
4 #რუსეთი 3 1
1 #გერმანია 3 7
2 #პოლონეთი 3 7
3 #ჩრ.ირლანდია 3 3
4 #უკრაინა 3 0
1 #ხორვატია 3 7
2 #ესპანეთი 3 6
3 #თურქეთი 3 3
4 #ჩეხეთი 3 1
1 #იტალია 3 6
2 #ბელგია 3 6
3 #ირლანდია 3 4
4 #შვედეთი 3 1
1 #უნგრეთი 3 5
2 #ისლანდია 3 5
3 #პორტუგალია 3 3
4 #ავსტრია 3 1

ბომბარდირები

ფეხბურთელი
დაწვრილებითი სტატისტიკა
#
ა. გრიზმანი
5 4
#
გ. ბეილი
6 3
#
ა. მორატა
4 3
#
დ. პაიე
5 3
#
კ. რონალდუ
6 3

კვირის ტოპ 15