საფეხბურთო საიტი » ახალი ამბები » ტორპედოს ანთალიური ამბები

ტორპედოს ანთალიური ამბები

ტორპედოს ანთალიური ამბები



თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის “ტორპედო” სპორტკომპლექს “მარდანში” წვრთნას შაბათიდან შეუდგა, კვირა დილიდან კი, გია გეგუჩაძემ გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა.ვლილებაა რიონისპირელთა პირველ სპარინგ-მეტოქესთან დაკავშირებით - უნგრული “ფერენცვაროშის” ნაცვლად, “ტორპედოს” 25 იანვარს რუმინეთის “ბრაშოვი” ეთამაშება. ეს გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ცნობილია, რომ სპორტკომპლექს ”მარდანში” (სხვათა შორის, ამ კომპლექსის მთავარ არენაზე თურქეთის სუპერლიგის მონაწილე ”ანთალიასპორი” ასპარეზობს), ქუთათურთა გარდა, კიევის ”არსენალი”, მოსკოვის ცსკას ახალგაზრდული გუნდი, ბაქოს ”ნეფტჩი” და ზაქათალის ”სიმურგია” დაბინავებული.
სწორედ ”სიმურგის” უკრაინელმა თავკაცმა, სერგეი იურანმა შესთავაზა ამხანაგური მატჩის გამართვა გია გეგუჩაძეს. როგორც ”ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ამჯერად, ზაქათალელებთან თამაშის 2 ვარიანტი განიხილება - 25 იანვრის დილით ან 26 იანვარს. ორივე შემთხვევაში, ტორპედოელთა ღირსებას ისინი დაიცავენ, ვისაც მწვრთნელი ”ბრაშოვთან” არ დატვირთავს.
ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ”ტორპედოს” საკონტროლო შეხვედრების განრიგში თავისუფალი 3 თებერვლის შესავსებად. ქართველებთან თამაშის სურვილი გამოუთქვამს ვლადივოსტოკის ”ლუჩ-ენერგიას”. ეს გუნდი რუსეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობს, ამიტომ მისმა წარმომადგენლებმა უარი მიიღეს - გეგუჩაძის სურვილია, რომ შეკრება ”ტორპედომ” უფრო ძლიერ გუნდთან თამაშით დაასრულოს.
აქვე გეტყვით, რომ 25 იანვრისა და 3 თებერვლის გარდა, ანთალიაში ”ტორპედო” 28 იანვარს პოლონეთის ”კორონას”, ხოლო 1 თებერვალს სლოვაკეთის ”ბანიკს” ეთამაშება. გუნდი საქართველოში ბოლო სპარინგის გამართვის შემდეგ გამოემგზავრება.

"ტორპედო" შემდეგი ფეხბურთელებითაა წასული ანთალიაში:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე.
მცველები: დავით გამეზარდაშვილი, თემურ ფარულავა, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი ლემონჯავა, დათა რიგვავა, გიორგი გურული, ბაქარ მირცხულავა, ლაშა შერგელაშვილი.
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, გივი იოსელიანი, გიორგი კუხიანიძე, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი ქუცურუა, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი.
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე,დავით ჯანელიძე.
კომენტარები (7)
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 22 იანვარი 2012 17:45

კომენტარები: 2025

ტორპედო მაგარი გუნდია
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------
ავტორი: giobitsa (USER) | 22 იანვარი 2012 18:38

კომენტარები: 1639

ტორპედოს ყველაზე მაგარი ფანები ქყავს მთელ საქართველოშიი,უხ თქვენ გენაცვალეთ ქუთათურებოო
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------
ავტორი: amikooo (USER) | 22 იანვარი 2012 19:39

კომენტარები: 9

ტორპედო ყველაზე მაგარია მთელ საქართველოში wink wink
--------------------
კლუბი: barsa | ნაკრები: dinamo | ფეხბურთელი: messi
ავტორი: Predator (USER) | 22 იანვარი 2012 20:09

კომენტარები: 322

უხ ვენაცვალე ტორპედოს
--------------------
კლუბი: ბარსელონა | ნაკრები: ესპანეთი | ფეხბურთელი: ვერ გამოვარჩევ
ავტორი: gk25061995 (USER) | 22 იანვარი 2012 20:28

კომენტარები: 20

ტორპედო ყველაზე მაგარი გუნდია კავკასიაში
--------------------
| |
ავტორი: karchkhadze (USER) | 22 იანვარი 2012 20:32

კომენტარები: 7

მჯერა რომ გეგუჩაძე მაგარ გუნდს დააყენებს !!!
--------------------
კლუბი: ყველა ქართული კლუბი, ბარსელონა, დორტმუნდი | ნაკრები: საქართველო, იტალია, | ფეხბურთელი: დათო ყიფიანი
ავტორი: alkash (USER) | 22 იანვარი 2012 22:59

კომენტარები: 94

giobitsa,
მართალი ხარ ძმაო.
--------------------
კლუბი: fc barcelona | ნაკრები: argentina | ფეხბურთელი: leo messi

დაიცავით ცენზურა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ბანით!

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე, როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი.
რეკომენდირებულია რეგისტრაცია ან თუ ხართ უკვე დარეგისტრირებული, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
ინფორმაცია
ჯგუფ GUEST-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
დაემატოს საიტს ფორუმი?
კი
არა