საფეხბურთო საიტი » ახალი ამბები » დასანანი მარცხი რუბინთან

დასანანი მარცხი რუბინთან

დასანანი მარცხი რუბინთან



3 თებერვალს სტარტი ”მარბელიას თასის” 2012 წლის გათამაშებამ აიღო. პრესტიჟული ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერ, ყაზანის საფეხბურთო კლუბ ”რუბინს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა, რომელიც მარბელიას მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 19:30 (თბილისის დროით - 22:30) საათზე დაიწყო. რუსეთის ორგზის ჩემპიონი, რომელიც უეფას ევროპის ლიგაზე ბერძნულ ”ოლიმპიაკოსთან” 20 დღეში გასამართი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრისათვის ემზადება, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა.

შეხვედრა თათარსტანის წარმომადგენელთა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, ქართველები კი თავიდან ოდნავ შებოჭილები ჩანდნენ... 21-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - შეტევაზე ჩართულმა ყაზანელთა და რუსეთის ნაკრების მცველმა რომან შარონოვმა ბურთი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში თავით გადაგზავნა.

გაშვებულ გოლს ქართველების გააქტიურება და 27-ე წუთზე საპასუხო გოლი მოყვა - აფციაური-მუჯირი-გრიგალაშვილის ქრესტომატიული შეტევა ამ უკანასკნელის შეუჩერებლად დარტყმით და "რუბინის" კარის აღებით დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები გუნდებმა ორმხრივ იერიშებში გაატარეს და ანგარიშის შეცვლაც ორივე მხარეს შეეძლო, თუმცა მოედანზე არსებული ძალთა თანაფარდობა შესვენებამდე აღარ დარღვეულა.

მეორე ტაიმი კი იმასთან ერთად, რომ ზესტაფონელთათვის ძალიან გულდასაწყვეტი სცენარით წარიმართა, ამავდროულად კარგი ნიმუში გახლდათ იმისა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ფეხბურთში საფეხბურთო კოლექტივისთვის ორი თანაბარი ძალის მქონე შემადგენლობის ყოლას და ძალების რაციონალური განაწილების ფუფუნებას, თავად ფეხბურთელისათვის კი მაღალი რანგის ტურნირში სისტემატიური თამაშის გამოცდილებას...

შესვენების შემდეგ სათამაშო ინიციატივა ხელთ ქართველებმა იგდეს, თუმცა კორეელი არბიტრის მიერ არდანიშნულ 11-მეტრიანთან ერთად, შექმნილი მომენტებიც გაანიავეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 56-ე წუთზე თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა გეკდენიზ კარადენიზმა ყაზანელთა სწრაფი კონტრაქცია გოლად აქცია. ზესტაფონელებმა ისევ შეუტიეს "რუბინს", თუმცა პასუხად საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს - ამჯერად კონტრშეტევა ორაზსაედოვმა დააგვირგვინა (67-ე წუთი). ზესტაფონელები ამის შემდეგაც შეეცადნენ ანგარიშისა და ზოგადად, მატჩის სცენარის შეცვლას, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და რუსეთის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში გამოცდილმა ყაზანელებმა თავის შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. მეტიც, შეხვედრის ბოლო 5 წუთში კიდევ ორი გოლიც დაამწუხრეს "ზესტაფონი" - 85-ე წუთზე თავი ექს-ინტერელმა ნიგერიელმა ფორვარდმა ობაფემი მარტინსმა, ხოლო 88-ეზე რუბინელთა კიდევ ერთმა მენაკრებე პიოტრ ბისტროვმა გამოიჩინეს... ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი 1-5.


მარბელიას თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 6 თებერვალს გამართვას. იმერელთა მორიგი მეტოქე რუმინული ფეხბურთის წარმომადგენელი, ქალაქ ტიმიშოარას ”პოლიტექნიკა” იქნება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური



წყარო: fczestafoni.ge
კომენტარები (13)
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 4 თებერვალი 2012 19:10

კომენტარები: 2025

ჩემი ზესტაფონი რეებს აკეთებს საღოლ საღოლ დნიპრო 8-2 ზესტაფონი. რუბინი 5-1 ზესტაფონი. :D
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------
ავტორი: giobitsa (USER) | 4 თებერვალი 2012 19:31

კომენტარები: 1639

აუ გახიენ სიმონ ზესტაფონი რაა ფუუ, ამას ჩემი ქუთAისი მირჩევნიააა ლოოოოოოოოოოოოლ
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------
ავტორი: badu12 (USER) | 4 თებერვალი 2012 19:56

კომენტარები: 41

kaia chaisvaros mase zestaponba da torpedos darcheba yvelaperi mawyobs. torpedo torpedo torpedo
--------------------
კლუბი: chelsea | ნაკრები: germania | ფეხბურთელი: drogba, shvainshtaigeri
ავტორი: forzajuve (USER) | 4 თებერვალი 2012 20:50

კომენტარები: 127

მაგასაც ვნახავტ ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი
--------------------
კლუბი: juventus, fc zestaponi | ნაკრები: saqartvelo | ფეხბურთელი: zizu, nedved, del piero,buffon
--------------------
ავტორი: GOGNA (USER) | 4 თებერვალი 2012 21:56

კომენტარები: 79

მართალი გითხრათ დასანანი ამ თამაშს ვერაფერი შევატყვე.... fellow
--------------------
კლუბი: F.C. BARCELONA | ნაკრები: SPAN | ფეხბურთელი: L.MESSI [XAVI] INIESTA
ავტორი: Predator (USER) | 4 თებერვალი 2012 22:04

კომენტარები: 322

მე4 გოლმა გატეხათ.:D ამათი იმედი წელს ლიგაზე ან ევროპაზე არ გვქონდეს

ტორპედოს კი წელს აქვს შანსი ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატა
--------------------
კლუბი: ბარსელონა | ნაკრები: ესპანეთი | ფეხბურთელი: ვერ გამოვარჩევ
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 4 თებერვალი 2012 23:39

კომენტარები: 2025

არს რუბინს ვერ მოუგებდით რუსეთის ჩემპიონია ჩემპიონთა ლიგაქზე ბარსას მოუგო.

არა რუბინთან წავაგებდით ბოლოს და ბოლოს ბარსას მოუგეს
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------
ავტორი: forzajuve (USER) | 4 თებერვალი 2012 23:48

კომენტარები: 127

giorgi-amoevi,
და მერე რა რო ბარსას მოუგეს მაგით ხო არ განისაზღვრება ყველაფელი მაგიტოა რუსეტის ჩემპიონატში 6 ადგილზე
--------------------
კლუბი: juventus, fc zestaponi | ნაკრები: saqartvelo | ფეხბურთელი: zizu, nedved, del piero,buffon
--------------------
ავტორი: Evo ` Chuvaka (MODERATOR) | 5 თებერვალი 2012 01:27

კომენტარები: 572

იტოგში ჩვენ არ გვეშველება რა რა თქმა უნდა ყველასთვის ძნელია ამის მოსმენა მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით
--------------------
კლუბი: FCB | |
ავტორი: Giga_rma (USER) | 5 თებერვალი 2012 12:35

კომენტარები: 21

ფუ სახე გაუხიეს რა,რო იძახუან ზსეტაფონ მაგარიაო ეგ საქართველოსჰი ქაჩავს თორე ევროპულ გუნდებთან იჯვავენ ფუუ.
--------------------
კლუბი: Real Madrid | ნაკრები: spain | ფეხბურთელი: shevchenko,Marcelo)))
ავტორი: chelsea (USER) | 5 თებერვალი 2012 17:39

კომენტარები: 9

მაგრად წააჯვვეს wink

აბა რა ეგონათ მაგათ რუსეთის ჩემპიონს მოუგებდნენ რუბინია მაინც ის კიდე ზესტანფონიი wink
--------------------
კლუბი: chelsi | ნაკრები: inglisi | ფეხბურთელი: lampardi.
ავტორი: ronaldo_kaka (USER) | 15 თებერვალი 2012 19:17

კომენტარები: 1

:лове: [url=http://]Мы Щебпаге[/url]
--------------------
კლუბი: real madrid | ნაკრები: portugalia | ფეხბურთელი: cristiano ronaldo
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 19 თებერვალი 2012 11:54

კომენტარები: 2025

giobitsa,
ქუთაისი მაგარია გეთანხმები 1000 ჯობია
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------

დაიცავით ცენზურა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ბანით!

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე, როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი.
რეკომენდირებულია რეგისტრაცია ან თუ ხართ უკვე დარეგისტრირებული, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
ინფორმაცია
ჯგუფ GUEST-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
დაემატოს საიტს ფორუმი?
კი
არა