ავტორიზაცია

ანსუ ფატიმ მორიგი ტრავმა მიიღო - ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა

ანსუ ფატიმ მორიგი ტრავმა მიიღო - ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა
თარიღი 25 თებ 2023, 00:45
ანსუ ფატიმ „ბარსელონას“ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.

კლუბის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის მუხლის დაზიანება მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვინგერი ლა ლიგაში „ალმერიასთან“ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს, თუმცა კონკრეტულ ვადებს დამატებითი გამოკვლევები დაადგენს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგის 21 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.