ავტორიზაცია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
თარიღი 01 ივლ 2023, 22:53
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ (0:0) დასრულდა, ხოლო თერთმეტრიანების სერიაში უკეთესი ისრაელის ნაკრები გამოდგა და (4:3) გაიმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.