ავტორიზაცია

პსჟ-ს მეკარე რიკო ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ტოვებს

პსჟ-ს მეკარე რიკო ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ტოვებს
თარიღი 05 ივლ 2023, 16:29
"პარი სენ-ჟერმენის" მეკარე სერხიო რიკო რეანიმაციული განყოფილებიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Relevo ავრცელებს.

მოგეხსენებათ, გაზაფხულზე რიკო ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მომხდარის გამო "პსჟ"-მ ჩემპიონობის აღნიშვნაზეც კი უარი თქვა.

2022/2023 წლების სეზონში სერხიო რიკოს "პსჟ"-ში არც ერთი მატჩი არ უთამაშია.