ავტორიზაცია

ანჩელოტიმ საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზებას მიიღო

ანჩელოტიმ საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზებას მიიღო
თარიღი 23 ივლ 2023, 11:07
იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბიდან შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა AS-ის ჟურნალისტები იუწყებიან.

წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალის" მწვრთნელს მრავალმილიონიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ მან უარი თქვა. 

ანჩელოტი "სამეფო კლუბთან" შრომითი ხელშეკრულების სრულად ათვისებას აპირებს, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს.

ანჩელოტი მადრიდის რეალში 2021 წელს დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.