ავტორიზაცია

რატომ არ სურს რეალს პსჟ-სთან მოლაპარაკებების წარმართვა? მიზეზი ცნობილია

რატომ არ სურს რეალს პსჟ-სთან მოლაპარაკებების წარმართვა? მიზეზი ცნობილია
თარიღი 28 ივლ 2023, 22:17
მადრიდის „რეალს“ „პსჟ-სთან“ კილიან მბაპეს თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვა არ სურს.

2022 წელს ფრანგმა ფეხბურთელმა „რეალში“ წასვლაზე უარი თქვა და „პსჟ-სთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

წელს, „რეალში“ კილიანის შესაძლო წასვლაზე საუბრები განახლდა, მითუმეტეს რომ მბაპემ „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და გაისად თავისუფალი აგენტი ხდება.

Marca-ს ცნობით, „რეალს“ „პსჟ-ს“ პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან პირადად მოლაპარაკებების წარმართვა არ სურს.

ამის მიზეზი ის არის, რომ 2021 წელს, როცა „რეალმა“ მბაპეს თაობაზე „პსჟ-ს“ სამი სხვადასხვა შეთავაზება გაუგზავნა, პარიზელებმა მადრიდელებს არცერთზე პასუხიც კი არ დაუბრუნეს.

შესაბამისად, „რეალი“ ან „პსჟ-სგან“ დაკავშირებას ელოდება, ან მოლაპარაკებების მხოლოდ შუამავლის დახმარებით წარმართვას დათანხმდება.