ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: უსმან დემბელე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა: უსმან დემბელე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
თარიღი 01 აგვ 2023, 15:44
თავდამსხმელი უსმან დემბელე "ბარსელონადან" კარიერას "პსჟ"-ში გააგრძლელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ლიგა 1-ის მოქმედმა გამარჯვებულმა მოახერხა 50 მილიონ ევროდ მოთამაშის შეძენის ვარიანტის გააქტიურება, რომელიც მოქმედებდა 31 ივლისის ჩათვლით. 

თუმცა, ჟურნალისტი ანდრეს ონრუბია რამოსი სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ ეს არ არის გამოსყიდვის პუნქტის გააქტიურება, არამედ "პირადი ხელშეკრულების" პუნქტი კლუბებს შორის, რომელიც ასევე 50 მილიონ ევროს გადახდას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში "ბარსელონა" მთელ სატრანსფერო თანხას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივად ტრანსფერის გამოსყიდვის ვარიანტი გააქტიურების შემთხვევაში, "ბარსელონა" თანხის მხოლოდ ნახევარს - 25 მილიონ ევროს მიიღებდა, მეორე ნახევარს კი 26 წლის დემბელე და მისი წარმომადგენლები მიიღებდნენ.