ავტორიზაცია

ლიონელ მესის ინტერ მაიამიში რეკორდის დასამყარებლად სამი მატჩი დასჭირდა

ლიონელ მესის ინტერ მაიამიში რეკორდის დასამყარებლად სამი მატჩი დასჭირდა
თარიღი 03 აგვ 2023, 16:20
"ინტერ მაიამის" მთავარმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ლიგის თასის 1/16 ფინალში "ორლანდოსთან" ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა. შეხვედრა არგენტინელის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

Opta-ს სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, 36 წლის მესი გახდა ფლორიდის გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში ერთზე მეტი გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში სამხრეთ ამერიკელმა "ატლანტა იუნაიტედთან" დუბლი შეასრულა.