ავტორიზაცია

ბენჯამინ მენდიმ გადაწყვიტა მანჩესტერ სიტის სასამართლოში უჩივოს

ბენჯამინ მენდიმ გადაწყვიტა მანჩესტერ სიტის სასამართლოში უჩივოს
თარიღი 10 აგვ 2023, 14:11
მანჩესტერ "სიტის" ყოფილი მცველი ბენჯამინ მენდი ინგლისურ გუნდს უჩივის. 

ფრანგის პრეტენზიების მიზეზი ის ფაქტია, რომ „ქალაქელებმა“ მას არ გადაუხადეს საჭირო ანაზღაურება 11,5 მილიონი ევრო. 

The Guardian-ის ცნობით, მენდიმ მანჩესტერ "სიტისთან" თანამშრომლობის ნიშნები ვერ დაინახა, ამიტომ გადაწყვიტა გუნდს უჩივლოს. 

შეგახსენებთ, რომ ბენჯამინი გაუპატიურების ბრალდებაში სასამართლომ გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა. 

2023 წლის ივნისში ფრანგმა "სიტისთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ლორიანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.