ავტორიზაცია

ფაბინიომ ალ-იტიჰადში დებიუტის შემდეგ ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო

ფაბინიომ ალ-იტიჰადში დებიუტის შემდეგ ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო
თარიღი 15 აგვ 2023, 14:42
"ალ-იტიჰადის" ნახევარმცველმა ფაბინიომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის შემდეგ "ალ-რაედთან" (3:0) ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო.

პორტალი Goal.com-ის ცნობით, გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბრაზილიელ ნახევარმცველს Rolex-ის საათი აჩუქა. 

29 წლის ნახევარმცველი "ალ-იტიჰადის" რიგებს ამ ზაფხულს "ლივერპულიდან" შეუერთდა.  გარიგებამ 46,7 მილიონი ევრო შეადგინა. ფაბინიომ საუდის არაბეთის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.