ავტორიზაცია

ნაპოლიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ნაპოლიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 05 სექ 2023, 18:40
"ნაპოლი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. 

ნეაპოლურმა გუნდმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც უარყოფს ამ საკითხზე გავრცელებულ ყველა ინფორმაციას.

"ზოგიერთი მედია, რომლის წყაროც მხოლოდ აგენტები არიან, კვლავ აგრძელებს საუბარს, რომ ნაპოლი მოლაპარაკებებს კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის საკითხზე აწარმოებს, რაც სრული სისულელეა!

კვარაცხელიასთან, რომელსაც კლუბთან კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ნაპოლის მხრიდან არავის უსაუბრია. არც აურელიო დე ლაურენტისს და არც გუნდის სხვა დირექტორებს" - წერია ნეაპოლური გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.