ავტორიზაცია

ონანა იანვარში აფრიკის თასზე არ წავა, კამერუნელს საკლუბო კარიერაზე ფოკუსირება სურს

ონანა იანვარში აფრიკის თასზე არ წავა, კამერუნელს საკლუბო კარიერაზე ფოკუსირება სურს
თარიღი 05 ოქტ 2023, 15:25
მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარე ანდრე ონანა იანვარში აფრიკის თასზე წასვლას არ აპირებს. 

ჟურნალისტ რობ დოუსონის ინფორმაციით, კამერუნელს არ სურს ტურნირზე წასვლა, რადგან ყურადღების საკლუბო კარიერაზე გამახვილება სურს.

შეგახსენებთ, რომ ონანამ სეზონი  ცუდად დაიწყო, რის გამოც მანჩესტერ "იუნაიტედის" გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.