ავტორიზაცია

კროოსი: "საუდის არაბეთში მიდიან და ამბობენ, რომ იქ რაღაც მიზნები აქვთ, არადა ყველამ იცის, რომ ეს ფულისთვის კეთდება"

კროოსი: "საუდის არაბეთში მიდიან და ამბობენ, რომ იქ რაღაც მიზნები აქვთ, არადა ყველამ იცის, რომ ეს ფულისთვის კეთდება"
თარიღი 20 ოქტ 2023, 23:41
ტონი კროოსი ფეხბურთელების აშშ-სა და საუდის არაბეთში გადინებაზე ისაუბრა.

როგორ შეაფასებდით ფეხბურთის განვითარებას? მესი აშშ-ში წავიდა, უფრო და უფრო მეტი ევროპაში მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი საუდის არაბეთში მიდის. კარგავს თუ არა ევროპა ტოპ-ფეხბურთის ცენტრის სტატუსს?

ამ შეკითხვას მე საკუთარ თავსაც ვუსვამ. თუმცა, არა პირადი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველაფერი მშვიდად მაქვს: დიდებული კარიერა მქონდა, რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ გარკვეულ ხანს გაგრძელდება. მე აშკარა გეგმა მაქვს: „რეალ მადრიდი“ - ჩემი უკანასკნელი კლუბია. ეს ჯერ კიდევ არის ის თამაში, რომელიც ძალიან მიყვარს, მას ათწლეულები დავუთმე.

როგორც ფეხბურთის ფანს, მიმაჩნია, რომ განვითარების ეს ვექტორი არც ისე კარგია. მაგრამ, მე გავყოფდი: მესის წასვლაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. რატომაც არ შეიძლება მან მაიამიში კიდევ 2-3 წელი ითამაშოს და შემდეგ დაასრულოს? საუდის არაბეთი -- ჩემთვის ცოტა სხვა პრობლემების გამო არის უფრო რთული საკითხი. არადა, ამ ლაპარაკში ჯერ ფული არც გვიხსენებია.

საკვანძო სიტყვები ალბათ ადამიანთა უფლებებია.

დიახ, ეს ერთიერთი ისეთი რამ არის, რომელიც ამ ტრანსფერში ხელს შემიშლიდა. მაგრამ, ყველა თვითონ წყვეტს საკუთარ მომავალს - მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ეს ნაბიკი კარიერის ბოლოს გადადგა. მაგრამ როცა ფეხბურთელები ამას პატარა ასაკში აკეთებენ, ევროპის ტოპ-კლუბებში შეუძლიათ თამაში და მაინც იქ მიდიან... შემდეგ კი ხალხი იქაც ამბობს, რომ იქ რაღაც მიზნები გააჩნია. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ფულისთვის კეთდება.

ასეთი გადაწყვეტილებები ფულის სასარგებლოდ და ფეხბურთის საწინააღმდეგოდ მიიღება. და ამის გამო, ფეხბურთისთვის, რომელიც ასე გვიყვარს და ვიცით, უფრო და უფრო რთული პერიოდი დგება.“, - აღნიშნა კროოსმა.