ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა ბარსელონა კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა ბარსელონა კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს
თარიღი 03 დეკ 2023, 15:48
პოლონელი ცენტრალური თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა "ბარსელონა" კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს. ამის შესახებ Sport.es-ის ჟურნალისტები იუწყებიან.

როგორც წყარომ შეიტყო, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბარსას შეუძლია მოთამაშეთან კონტრაქტი უსასყიდლოდ გააუქმოს. 

ეს შესაძლებელი იქნება, თუ ლევანდოსკი 2024/2025 წლების სეზონში გუნდში მატჩების 55%-ზე ნაკლებს ჩაატარებს.

მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.